გაეროს უშიშროების საბჭომ “ისლამური სახელმწიფოს” ფინანსირებასთან ბრძოლის საკითხზე რეზოლუცია მიიღო

დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ფინანსირებასთან ბრძოლის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა. როგორც “დოიჩე ველე” წერს, გაეროს წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვენ, ტერორისტების დაფინანსება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარონ.
რეზოლუცია “ისლამური სახელმწიფოს” სპონსორთა დასჯას და დაჯგუფების დაფინანსების მთავარი წყაროების წინააღმდეგ ზომების მიღებას ითვალისწინებს. ესენია: ნავთობის კონტრაბანდა, კულტურული ობიექტებით უკანონო ვაჭრობა და სხვა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯეიკობ ლიუს ინფორმაციით, ნავთობის კონტრაბანდის შედეგად, ისლამისტების შემოსავალმა 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სახელმწიფოებმა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის გაცვლის პროცესი უნდა გაააქტიურონ.
უკრაინელი პოლიტიკოსები VS “ვარსკვლავური ომები”
მსოფლიოს კინოთეატრებში “ვარსკვლავური ომების” ბოლო ეპიზოდის პრემიერა გაიმართა. ბოლო ეპიზოდის კინოთეატრებში გამოსვლას ინტერნეტში მოჰყვა უკრაინელ პოლიტიკოსებსა და ფილმის პერსონაჟებს შორის იუმორისტული ფოტოშედარება.
თუ თქვენ “ვარსკვლავური ომების” თაყვანისმცემელი არ ხართ, იუმორისტული ფოტოები აუცილებლად გაგახალისებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები