შსს-მ საგზაო საინფორმაციო კვირეული – „უკონტაქტო პატრულირება“ დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებზე საინფორმაციო კვირეული – „უკონტაქტო პატრულირება“ დაიწყო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულირება არის საგზაო მოძრაობის რეგულირების ერთ-ერთი თანამედროვე საშუალება, რომლის დროსაც მძღოლის შეჩერების გარეშე ხდება დარღვევის დაფიქსირება და დაჯარიმება. აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და ემსახურება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა პრევენციას. ფუნქციონირებს ვიდეოჯარიმების ანალოგიურად.
GPS ვიდეორეგისტრატორებისა და სპეციალური პროგრამის საშუალებით ხდება დარღვევის, დროისა და ადგილის ზუსტი აღრიცხვა, რომლის საფუძველზეც პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმა ეგზავნება. GPS ვიდეორეგისტრატორებით სამოქალაქო ტიპის ავტომანქანები იქნება აღჭურვილი. მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, სამართალდარღვევა გადაამოწმოს ან გაასაჩივროს. უკონტაქტო პატრულირება იცავს მოძრაობის მონაწილეებს, მათ შორის, ქვეითებს, მაშინაც კი, როცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არ ჩანან. უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობას ქულებს არ აკლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები