პაატა ზაქარეიშვილი დღეს, “ისტორიულ დღეს”, რუსეთზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს

„დღეს რუსეთზე საუბარი არასერიოზულია“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველომ გადადგა სერიოზული ინსტიტუციური ნაბიჯი ევროპისაკენ.
„ვულოცავ მთელ ქართველ ერს, მთელ ნაციას ასეთ მნიშვნელოვან ისტორიულ გადაწყვეტილებას.
ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ვიყენებ სიტყვა “ისტორიულს” და, მართლაც, დღეს არის ისტორიული დღე და ნამდვილად არ ვაპირებ სხვა თემებზე საუბარს.
რუსეთი ამ წუთში არის არასერიოზული სალაპარაკო, როდესაც გვაქვს ევროპაზე სასაუბრო. ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემთვის მილიონჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ ღონისძიება”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები