ჰერმანი: თუ ანგარიში იქნება პოზიტიური, მისი გამოქვეყნების შემდეგაც პროცესი გაგრძელდება

ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში იანოშ ჰერმანი ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ პრესკონფერენციამდე განმარტებას აკეთებს.
“საერთო ჯამში ჩვენი შეფასება პოზიტიურია. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს თავდადებას როგორ ასრულებს ის ასოცირების შეთანხმებას. ვაღიარებთ ასევე მიღწეულ პროგრესსაც. რა თქმა უნდა, განხივილავთ, რაც დაგვრჩა გასაკეთებელი. ასოცირების პროცესი გრძელვადიანია. საქართველომ მისი განხორციელება კარგად დაიწყო. სრულყოფილად შესრულება კი დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. მიგვაჩნია, რომ არსებობს სფეროები, რომლებიც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ესაა კანონის უზენაესობა, დემოკრატიის ფუნქციონირების ხარისხი. გვეძლევა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ ევროკავშირის როლზეც, რამდენად ეფექტურია ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ ყველა რესურსს ვიყენებთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში. ეს არის მთავარი საკითხები, მაგრამ ჩემთვის პირადად უფრო მნიშვნელოვანია მოვუსმინო არასამთავრობო ორგანიზაციებს“, – განაცხადა ჰერმანმა.
მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ის პირადად ჩაატარებს პრესკონფერენციას.
„ამ პრესკონფერენციაზე წარვუდგენთ ქართულ საზოგადოებას ამ ამგარიშს. გულახდილად გეტყვით, რომ ის ჯერ მეც არ მინახავს. ვიცი, რომ დიდი მოლოდინი გაქვთ. მაგრამ, თუ ანგარიში იქნება პოზიტიური, მისი გამოქვეყნების შემდეგაც პროცესი გაგრძელდება. მას განიხილავენ კონსილიუმში და საკანონმდებლო ორგანოებში. ასე რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. გარდა იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ რიგითი ქართველები თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ შენგენის ზონაში, ისინი უფრო მეტად ინტეგრირებული გახდებიან ევროპასთან“, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები