რუსთავში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

ქალაქ რუსთავში  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
როგორც “კვირას” გარემოს სამინისტროდან აცნობეს, სამართალდამრღვევები გასაბერი ნავითა და ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ. ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ დაილუქა სამართალდამრღვევის ნივთები. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები