ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის განხილვა შესაძლებელი იქნება

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის განხილვა შესაძლებელია, თუ იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით.
„რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის განხილვა შესაძლებელი იქნება, თუ იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები ტეროტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით“,-ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
აბაშიძის თქმითვე, დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს და ჯერჯერობით ეს დღის წესრიგში არ დგას.
“რუსეთთან ვაწარმოებთ რეალურ დიალოგს, ვხვდებით პრაღაში, განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რაც ეხება კონკრეტულ სფეროებს, ეს გახლავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ჰუმანიტარული პრობლემები. ეს ფორმატი არსებობს. დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს და ჯერჯერობით ეს დღის წესრიგში არ დგას. ეს დაკავშირებულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საკითხთან. სანამ არ მოხდება სერიოზული გარღვევა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, მაგრამ თუ იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები ამ თვალსაზრისით, რაღაც ეტაპზე, ალბათ, ამ საკითხის განხილვაც იქნება შესაძლებელი, მაგრამ არა ახლა”, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები