ლევან ბერძენიშვილი: ჩვენი მოქალაქეეები ბიომეტრიული პასპორტით შენგენის ქვეყნებში უვიზოდ წავლენ

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრის ოპტიმიზმს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით იზიარებს.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ევროკომისიის დასკვნა რომელიც დღეს გამოქვეყნება, მაღალი ალბათობით, პოზიტიური იქნება.
„დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ერთი კვირის მანძილზე, ოფიციალური მიწვევა იქნება. ეს საკითხი ევროპარლამენტის სათანადო კომიტეზე თებერვალში ან მარტში განიხილება, შემდეგ კი საკითხს სესიაზე განიხილავენ და ევროკავშირის და ევოპარლამენტის თავმჯდომარე დოკუმენტს ხელს მოაწერენ.
საბოლოოდ, ეს ხელშეკრულება გამოქვეყნდება და სადღაც აპრილიდან, მაისიდან თუ ყველაფერი იმ ტემპით წავიდა როგორც მოლდოვასთან დაკავშირებით მიდიოდა, ჩვენი მოქალაქეეები ბიომეტრიული პასპორტით შენგენის ქვეყნებში უვიზოდ წავლენ“, – აცხადებს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები