“საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტის იმედი უნდა ჰქონდეს”

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის ვარაუდით, ევროკომისიის დასკვნა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დადებითად გადაწყდება. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა ის ვალდებულება შეასრულა, რაც ვიზალიბერალიზაციის მისაღებად იყო ნაკისრი.
“საკითხის დადებითად გადაწყვეტას ველოდები. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ ყველა ის მოთხოვნა შეასრულა, რაც იყო პირობა ვიზალიბერალიზაციის მისაღებად. მსოფლიოში შექმნილი ზოგადი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტის იმედი უნდა ჰქონდეს”, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო.
როგორც საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს.
დღეს კი, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროკომისიის დასკვნა 18 დეკემბერს გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები