“მთავრობამ დიდი სამუშაო შეასრულა და საბოლოო ჯამში, მოახერხეს კარგი შედეგის ჩვენება”

 

ევროპული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ კახა გოგოლაშვილს აქვს მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში დადებითი იქნება.
როგორც გოგოლაშვილმა აღნიშნა, გამორიცხული არაა ანგარიშში რამდენიმე შენიშვნაც იყოს, თუმცა საერთო დასკვნაზე ეს მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.
“ცნობილია, რომ ევროკომისია დადებით დასვკნას გამოაქყვეყნებს და ევროკავშირს მისცემს რეკომენდაციას, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირს რამდენიმე წარმომადგენლის განცხადება, სადაც ისინი საუბრობდნენ რომ საქართველოში განხორიციელებული რეფორმებით კმაყოფილები არიან. არ არის გამორიცხული, რომ ანგარიშში რამდენიმე შენიშვნზეც იყოს საუბარი, მაგრამ საერთო დასკვნაზე ეს მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. საქართველოს მთავრობამ დიდი სამუშაო შეასრულა, უწყებები ძალიან შეთანხმებულად თანამშრომლობდნენ და საბოლოო ჯამში, მოახერხეს კარგი შედეგის ჩვენება”, – განაცხადა გოგოლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო.
როგორც საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს.
17 დეკემბერს კი, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროკომისიის დასკვნა 18 დეკემბერს გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები