საბურთალოს რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, 14 დეკემბერს საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება. შეზღუდვის მიზეზს ქსელზე ახალი აბონენტების მიერთება წარმოადგენს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს, ფანასკერტელ-ციციშვილის, ტუსკიას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს (სულ 454 აბონენტს). კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”,- აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები