ირაკლი ღარიბაშვილი კახა კახიშვილს: დროა, გამოათავისუფლოთ საკნები

ააგორეს რაღაც, რომ თითქოს ვიღაცას ფუნქციას ვართმევთ – პატრიარქს არავის ფუნქცია არ სჭირდება, მით უმეტეს, არც მთავრობის დაცვა არ სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“სამწუხაროდ, საპატრიარქოს მოუწია განმარტების გაკეთება, რომ არაფრის შეცვლას არ ითხოვდა, მით უმეტეს, კონსტიტუციის. არც სეკულარიზმის დარღვევას ითხოვდა. საოცარი აბსურდია, აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ. ააგორეს რაღაც, რომ თითქოს ვიღაცას ფუნქციას ვართმევთ – პატრიარქს არავის ფუნქცია არ სჭირდება, მით უმეტეს, არც მთავრობის დაცვა არ სჭირდება. მე ისე გამოვდივარ, ვითომ ვინმეს ადვოკატი ვარ, პირიქით, მე მგონი, ჩვენ გვჭირდება დაცვა”, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, პრემიერმა სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს ხუმრობით მიმართა, დროა, საკნები გამოათავისუფლდეს.
“საბედნიეროდ, უმცირესობაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გაშმაგებით გვესხმოდნენ თავს… მე მგონი დროა, გამოათავისუფლოთ საკნები… რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ”, – მიმართა ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები