თბილისში გაჩერებაზე მდგომ ქალს და მის ორ მცირეწლოვან შვილს ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გაჩერებაზე მდგომ ქალს და მის ორ მცირეწლოვან შვილს ავტომანქანა დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ისინი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა. დედა – რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ბავშვები კი – იაშვილის სახელობის კლინიკაში. ქალს მრავლობითი ტრამვები აღენიშნება, მცირეწლოვანები კი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
“კვირას” მომხდრს შს სამინისტროს პრესსამსახურში უდასტურებენ. გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები