როგორი იქნება ვერეს ხეობა და რა იგეგმება ახალ რეკრეაციულ ზონაში

საკრებულო 2016 წლის დასაწყისში ვერეს ხეობის განვითარების კონცეფციის განხილვას იწყებს, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა ისაუბრა. კონცეფცია ვერეს ხეობის ტერიტორიის სპორტული კომპლექსების, საგანმანათლებლო, რეკრეაციული მიმართულებით განვითარებას გულისხმობს.
ამავე პროექტით რეკრეაციული ზონის ფარგლებში ზოოპარკის ტერიტორიაც იქნება ათვისებული.
„პროექტს საკრებულოში უახლოეს ხანში ველოდებით, ის დაახლოებით 70 000 ლარამდე ჯდება. ის ჯდება იმ განვითარების გეგმაშიც, რომელიც გვინდოდა ამ ხეობაში გაგვეკეთებინა. თბილისს ექნება სარეკრეაციო ზონა სპორტული მოედნებით, აუზებით, 300 000 კვ.მეტრზე რეკრეაციული ზონა განვითარდება, ეს ტერიტორია დაუკავშირდება ჭავჭავაძის გამზირზე უნივერსიტეტის კორპუსებს. აქ იქნება ველობილიკებიც. ამ პარკში 13-14 ივნისს დაღუპულთა მემორიალიც აღიმართება. ზოოპარკის ტერიტორიაც ათვისებული იქნება, სადაც რეკრეაციასთან შერწყმული რამდენიმე მცირე ზომის ტბა გაკეთდება. აშენდება შენობები სამედიცინო განხრით, სპორტსმენების სარეაბილიტაციო ცენტრები. პროექტი, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება“, – განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები