პირი, რომელმაც მოქალაქეს მართვის მოწმობის უგამოცდოდ აღების სანაცვლოდ თანხა გამოსძალა, დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე, კახაბერ ტყებუჩავა დააკავა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს მოატყუა, თითქოს დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და დაეხმარებოდა მას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის უგამოცდოდ აღებაში. აღნიშნულის სანაცვლოდ, კახაბერ ტყებუჩავამ დაზარალებულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა 1 200 აშშ დოლარი. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, -აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.