ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე პროკურატურაში დაიბარეს
თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი, ზვიად ქორიძე პროკურატურაში, დაკითხვაზე დაიბარეს.
საქმე კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენელთა სავარაუდო ჩარევასა და კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებით მათ დაინტერესებას ეხება.
ელისაშვილი პროკურატურაში ხვალ გამოცხადდება.
ელისაშვილი პროკურატურაში ხვალ გამოცხადდება.
რაც შეეხება ზვიად ქორიძეს, როგორც მან ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან საუბრისას განაცხადა, პროკურატურიდან მას დღეს დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.
შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თბილისში არ იმყოფება და მას შემდეგ, რაც დედაქალაქში ჩამოვა, ის პროკურატურას თავად დაუკავშირდება.