ქვემო ქართლში თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. როგორც „კვირას“ დეპარტამენტიდან აცნობეს, ქალაქ რუსთავის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე სამართალდამრღვევი ანკესზე მობმული სახლართი ბადით თევზაობდა. სამმართველოს თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმი შეადგინეს.