წალკის რაიონში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევს წალკის რაიონის სოფელ იმერას მიმდებარედ, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა 1კბმ რცხილის სახეობის საშეშე მერქანი. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები