კახა კალაძე: 70-იანი წლების მერე ასეთი აღმშენებლობა ენერგეტიკის დარგში არ ყოფილა

ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 70-იანი წლების მერე ასეთი აღმშენებლობა ენერგეტიკის დარგში არ ყოფილა. მინისტრი “საქსტატის” მონაცემებს არ ეთანხმება, რომლის თანახმადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკაში შემცირებულია.
“ვერ დაგეთანხმებით, რადგან ეს სხვა მიმართულებით არის დათვლილი. ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში განცხადების გაკეთებას ვგეგმავთ, რომ ავხსნათ, რა იგულისხმება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. მინდა გითხრათ, რომ ამდენი ინვესტიცია, ამდენი პროექტის განხორციელება – არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურები, არამედ თბოელექტროსადგურები, ელექტროგადამცემი ხაზები, 70-იანი წლების მერე ასეთი აღმშენებლობა ენერგეტიკის დარგში არ ყოფილა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკაში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 70 მილიონი დოლარით, ანუ 89%-ით არის შემცირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები