ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბულგარეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დახვედრის ცერემონია სოფიის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკას საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები