მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლები მწვავე პროტესტით იმუქრებიან

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლების საპროტესტო აქცია სახელწოდებით „ მე ვარ საშიში“ გაიმართა.
აქციის მონაწილეები მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებას გაუმართლებლად მიიჩნევენ.
მათივე მტკიცებით, იაპონური მანქანები არის უსაფრთხო და არ ქმნის პრობლემას ეკოლოგიურობის კუთხით.
მძღოლებმა პროტესტის ნიშნად ავტომობილებით უწყვეტი ჯაჭვი მშრალი ხიდიდან თამარ მეფის ხიდამდე გააკეთეს.
აქციის მიმდინარეობისას მძღოლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას რამდენიმე დღიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ არ აკრძალოს რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საპროტესტო აქციების გაგრძელებით და უფრო მწვავე პროტესტით იმუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები