თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი დიტო ცინცაძის ფილმით დაიხურება

კინოთეატრ ამირანში დღეს, 19:30 საათზე, თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი, დიტო ცინცაძის ფილმით – „ბედნიერების ღმერთი” დაიხურება.
ფესტივალის დახურვას და ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
ფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას მიეძღვნა.
ქალთახედვა/”Women Eyes” – სექციის ფარგლებში მოეწყო ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება.
მათი ნამუშევრები ფესტივალის სხვა სექციების ფოკუსშიც იყო წარმოდგენილი.
წლევანდელი ფესტივალის რჩეული ფერი იასამნისფერი იყო, რაც ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა.
კინოჩვენებების გარდა, ფესტივალის ფარგლებში მოეწყო დისკუსიები ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და ქალის, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ფიგურის საკითხის გარშემო. ლექცია-დისკუსიები ადგილობრივმა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეულმა მომხსენებლებმა გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები