“კონსტიტუცია გვეუბნება, რომ არ შეიძლება იყო სხვა ქვეყნის მოქალაქე, როდესაც საქართველოს მოქალაქე ხარ”

სამწუხაროდ, არც მახსენდება სხვა პრეცედენტი, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს უარი ეთქვას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე იმისთვის, რომ სხვაგან რაიმე თანამდებობა მიეღო, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გზა თვითონ აირჩია.
“კონსტიტუცია გვეუბნება, რომ არ შეიძლება იყო სხვა ქვეყნის მოქალაქე, როდესაც საქართველოს მოქალაქე ხარ. ასე რომ, ეს გზა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აირჩია თვითონ. მე, სამწუხაროდ, არც მახსენდება სხვა პრეცედენტი, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს უარი ეთქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე იმისთვის, რომ სხვაგან რაიმე თანამდებობა მიეღო. მიხეილ სააკაშვილი იურისტია და ალბათ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი კანონმდებლობა უპირობოდ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას მაშინ, როცა ხდები სხვა ქვეყნის მოქალაქე”, – აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები