“სააკაშვილმა დამოკიდებულება თავისი ქვეყნის მიმართ, გამოხატა იმით, რომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე”

სააკაშვილმა საკუთარი დამოკიდებულება თავისი ქვეყნის მიმართ, გამოხატა იმით, რომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„რა მნიშვნელობა აქვს ჩემს პოზიციას. მან საკუთარი პოზიცია და დამოკიდებულება თავისი ქვეყნის მიმართ, რომლის პრეზიდენტადაც ათი წელი იმუშავა, გამოხატა იმით, რომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით საუბრისას.
მისივე განმარტებით, კონსტიტუცია ამ შემთხვევაში პირდაპირი და ცალსახაა.
„ეს უარი უნდა დადასტურდეს. ამიტომ, ჩემი პოზიცია საერთოდ არ არის საინტერესო“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნა იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხელმოსაწერად გუშინ გადაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები