სერბეთის პარლამენტმა საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის გაფორმებული შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
სერბეთის პარლამენტმა „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ‘‘ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2015 წლის 2 ივნისს სერბეთის პირველი ვიცე პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ივიცა დაჩიჩის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ‘‘ შეთანხმებას.
ქართულმა მხარემ ზემოაღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ აცნობა სერბულ მხარეს, ხოლო სერბეთის პარლამენტმა, თავის მხრივ, დღეს, 2015 წლის 4 დეკემბერს, 148 ხმით არცერთის წინააღმდეგ მოახდინა ზემოაღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია.