გიორგი მარგველაშვილი: მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმით, ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმით, ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა.
„პოლიტიკურად, მინდა გითხრათ, ის, რომ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ ამით რეალურად, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ასევე ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით გუშინ მიმართა.