გიორგი კვირიკაშვილმა ეუთოს წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
ბელგრადში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 22-ე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან; ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან, მაიკლ გეორგ ლინკთან; ეუთოს უმაღლეს კომისართან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, ასტრიდ თორსთან; ეუთოს წარმომადგენელთან მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებში ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობას, როგორც საქართველოსთვის ისე მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის. განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.
“ლინკთან შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საქმიანობას და ხაზი გაუსვა მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში მათი აქტიურობის და დროული მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობას. მაიკლ გეორგ ლინკმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა შესანიშნავი თანამშრომლობისთვის.
მიატოვიჩთან შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მედიის თავისუფლებასთან და პლურალიზმთან დაკავშირებული საკითხები. ასტრიდ თორსთან შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლებასა და უმაღლეს კომისარს შორის არსებული თანამშრომლობა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლესი კომისარის რეკომენდაციების მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა აგრეთვე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და ამ თვალსაზრისით იქ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე“,-აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ