დავით ლორთქიფანიძე “ნაციონალურ მოძრაობას”: ტყუილების გამო ჯიბლიბოები ამოგივათ თვალებზე (ვიდეო)
ბიუჯეტის შესახებ პარლამენტში საკომიტეტო განხილვისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააფრთხილა, რომ “ტყუილების გამო მათ თვალებზე ჯიბლიბოების ამოუვათ.”
„ბავშვებს ეუბნებოდნენ პატარაობისას, რომ ტყუილს თუ იტყვი ჯიბლიბო გამოგივა თვალზეო და გაგიჩნდებათ ეს ჯიბლიბოები და ვეღარ გამოიხედებით საერთოდ,“ – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
დავით ლორთქიფანიძის განცხადებას თამაზ მეჭიაურმა ასევე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მისამართით შემდეგი რეპლიკა დაამატა: “ან ცხვირი გაგეზრდებათ“.