რუსეთში ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

რუსეთის ქალაქ ივანოვოში ქართველი „კანონიერი ქურდი“, 32 წლის ირაკლი დანელია დააკავეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „იკა მარტვილელის“ სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ იუწყება. კრიმინალური ავტორეტეტი ბილიარდის კლუბ „ტრაექტორიაში“ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. დანელიასთან ერთად პოლიციამ კიდევ ათი ადამიანი აიყვანა. ჩხრეკისას დანელიას დიდი რაოდენობით ამფეტამინი აღმოაჩნდა. „პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, დანელია, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, „ქურდად“ გასულ წელს საბერძნეთში ბაგრატ ფანცულაიამ „აკურთხა“. „იკა მარტვილელი“ რუსმა სამართალდამცველებმა პირველად დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები