თბილისის მერია ბოტანიკურის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწყებს

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბოტანიკურის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოებს იწყებს. როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების განხორციელებისას აღნიშნულ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით აიკრძალება. “სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს დაზიანებული ქვაფენილისა და განივი დამჭერების მოხსნას და ახლით ჩანაცვლებას. სარემონტო სამუშაოებს შპს „ბაზალტი 2011“ აწარმოებს”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები