„მე ტერასაზე ვარ” – პარიზის კაფე, სადაც ტერორისტებმა 5 ადამიანი მოკლეს, კვლავ გაიხსნა
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, პარიზში, კაფე Bonne Biere-ი, სადაც 13 ნოემბერს ტერორისტებმა 5 ადამიანი მოკლეს, კვლავ გაიხსნა. მას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. კაფეს კედლებზე ნატყვიარი აღარ ჩანს, პარიზელები კი, ტერასაზე ისევ სხედან.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტების დროს Bonne Biere-ს ორი შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს და ვერანდაზე მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, კაფეს მიმდებარე ტერიტორია უამრავი ყვავილით და სანთელით არის მორთული. დაწესებულების თავზე გაკრულია აბრა წარწერით – “მე ტერასაზე ვარ”. ამ ლოზუნგმა პარიზელებში პოპულარობა პარიზში განხორციელებული სისხლიანი ტერაქტების შემდეგ მოიპოვა.