საქართველოში “ღორის გრიპის” 7 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში გასულ კვირას A ტიპის H1N1 ვირუსის – ე.წ. ღორის გრიპის 7 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც “კვირას“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, პაციენტების მდგომარეობა, რომელთაც H1N1 ვირუსი დაუდასტურდათ, სტაბილურია.
“მე რამდენიმე ხნის წინ ვამბობდი, რომ დეკემბრის თვეში გრიპის ვირუსის ცირკულაცია დაიწყებოდა და ასეც მოხდა. შვიდივე პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც H1N1 ვირუსი დაუდასტურდათ, სტაბილურია და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განუცხადა “კვირას“ პაატა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი მოსახლეობას ურჩევს, ხშირად დაიბანონ ხელები, ვირუსის მატარებლები კი, გამოჯანმრთელებამდე სახლებში დარჩნენ.