თურქეთი რუსეთის მოქალაქეების მიმართ სავიზო რეჟიმის დაწესებას არ აპირებს

თურქეთი ამ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სავიზო რეჟიმის დაწესებას არ აპირებს. ამის შესახებ “ბი-ბი-სის“ რუსეთში, თურქეთის საელჩოში განუცხადეს.
„თურქეთი რუს ხალხს მეგობრად მიიჩნევს და კარგი ურთიერთობების გაგრძელების იმედი აქვს. ანკარა არ აპირებს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც რუს ხალხზე ნეგატიურად იმოქმედებს“, – აცხადებენ თურქეთის საელჩოში.
შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებამ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ 2016 წლიდან თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას აპირებს. თურქეთსა და რუსეთს შორის 24 ნოემბრის ინციდენტი მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც თურქულმა ავიაგამანადგურებლებმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს. სავიზო რეჟიმის გარდა, მოსკოვი ანკარას ეკონომიკურ სანქციებსაც უწესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები