როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დღისით ჰაერი რამდენიმე გრადუსით გათბება, თუმცა ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი.
„უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია, დასავლეთ საქართველოში ჰაერი დღისით 12 გრადუსამდე დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 10 გრადუსამდე. ღამით აღმოსავლეთ საქართველოში ყინვა იქნება. დღეს დასავლეთ საქართველოს დაბლობშიც ღამით -2 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, იგივე მაჩვენებელია მოსალოდნელი 6 დეკემბერს ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები