უჩა ნანუაშვილი “საგას” რეკლამაზე: ეს წარმოადგენს ძალადობრივ ზეწოლას მოზარდის ფსიქიკურ შესაძლებლობებზე

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ინტერნეტ სივრცეში მაღაზიათა ქსელ „საგას” მიერ „სექსუალური აღზრდის” სახელწოდებით გავრცელებულ რეკლამას ეხმაურება.

აღნიშნულთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს.

მისი თქმით, აღნიშნული რეკლამა წარმოადგენს ძალადობრივ ზეწოლას მოზარდის ფსიქიკურ შესაძლებლობებზე.

“სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლის სიუჟეტი არ შეესაბამება მოცემული ასაკის როგორც მონაწილე, ასევე, მაყურებელი არასრულწლოვნების შემეცნებითი და ემოციური განვითარების დონეს, შესაბამისად წარმოადგენს ძალადობრივ ზეწოლას მოზარდის ფსიქიკურ შესაძლებლობებზე და უხეშად არღვევს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები