ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

  საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ „თბილისი 2015“–ის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა პრემიერს გაწეული სამუშაოებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც სხდომაზე აღნიშნეს, მიმდინარე წლის აპრილის თვეში თბილისს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა, რომლებიც მიმდინარე სამუშაობის მონიტორინგს განახორციელებენ. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის სრული განახლება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები