კაიროს ერთ-ერთ რესტორანზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
ეგვიპტის დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ტერორისტული შეტევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა, – ამის შესახებ ეგვიპტის უშიშროების ძალები იუწყებიან.
ერთ-ერთი ინფორმაციის მიხედვით, თავდამსხმელმა რესტორანს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხნა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.