ავსტრალია ტერორიზმში ეჭვმიტანილებს მოქალაქეობას ჩამოართმევს

ავსტრალია ტერორიზმში ეჭვმიტანილებს მოქალაქეობას ჩამოართმევს. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატამ მიიღო. „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილებს მოქალაქეობას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოართმევენ. ამასთანავე, ავსტრალიელი დეპუტატების განცხადებით, ამ ზომას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენებენ. კანონი ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ მას ქვეყნის უზენაესი სასამართლო არ გაასაჩივრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები