რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ქურთებმა საკუთარი ბენზინმზიდები ამოიცნეს

ერაყელი ქურთები აცხადებენ, რომ ბენზინმზიდები, რომლებიც, რუსეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისაა“, სინამდვილეში მათ ეკუთვნით.
შესაბამისი ფოტოები რუსული გენშტაბის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნეს. ის, რომ ცისტერნები ქურთებს ეკუთვნის, გამოცემა Daily Sabah-ს ერაყის ქურთისტანის ავტონომიის პარლამენტის ენერგეტიკის კომიტეტის წარმომადგენელმა შერკო ჯავდათმა განუცხადა.
„ეს სრულიად ღია ინფორმაციიაა. ასობით ჩვენს ბენზინმზიდს ქურთისტანიდან ნავთობი თურქეთში ჩააქვს. რუსეთის ინფორმაცია მცდარ წყაროებს ეყრდნობა. ჩვენ მას კატეგორიულად ვუარყოფთ“, – განაცხადა ჯავდათმა. შეგახსენებთ, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავის განადგურების შემდეგ, რუსეთმა თურქეთი „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის შეძენაში დაადანაშაულა. ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები