ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, „თალიბანის“ ლიდერი დაიღუპა

ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, „თალიბანის“ ლიდერმა მულა ახტარ მანსურმა რამდენიმე დღის წინ მძიმე ჭრილობა მიიღო, რის შედეგად ის გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება.
გამოცემა The Australian-ის ინფორმაციით, ორმხრივი სროლა ავღანელი საველე მეთაურების შეხვედრის დროს, პაკისტანის ქალაქ კვეტაში მოხდა. „ბოევიკებს“ შორის კამათი მოხდა, ხოლო შემდეგ სროლაც ატყდა. მანსურის გარდა, ამ შემთხვევის შედეგად ხუთი საველე მეთაური დაიღუპა, ხოლო ათზე მეტი დაიჭრა. ავღანეთის ხელისუფლების ამ ინფორმაციაში ეჭვი შეაქვს „თალიბების“ ხელისუფლების დროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს ვაჰიდ მუჟდას. მისი თქმით, თუ ინფორმაცია დადასტურდა, ეს ფაქტობრივად მოძრაობის დასასრულს ნიშნავს, ვინაიდან ახალი ლიდერის არჩევას თალიბები მრავალი უთანხმოების გამო ვერ შეძლებენ. ასევე ყოფილ მინისტრს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ზოგიერთი საველე მეთაური შეიძლება „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები