„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

თბილისში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ისინი სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები