იაპონიაში სმარტფონი გამოუშვეს, რომლის საპნით გარეცხვა შეიძლება (ვიდეო) ]
იაპონურმა კომპანია Kyocera-მ წყალგაუმტარი სმარტფონი Digno rafre დააანონსა. თუ მობილური მოწყობილობა დაისვარა, მისი გარეცხვა ჩვეულებრივი სარეცხის საპნის მეშვეობით არის შესაძლებელი.
სიახლე იდეალურია სამზრეულოში ან აბაზანაში გამოსაყენებლად. მასში ციფრული რადიომიმღებია დამონტაჟებული, ხოლო მისი დამაგრება სპეციალური რეზინის სამაგრით კედელზეა შესაძლებელი. Kyocera-ში აცხადებენ, რომ დასველებულ სენსორულ პანელზეც კი მუშაობაა შესაძლებელი. გარდა ამისა, Digno rafre-ს „თვითგანკურნებადი“ საფარი აქვს, რომელსაც თავისით შეუძლია მცირე ნაკაწრების ამოვსება.