რეჟისორი ელდარ რიაზანოვი მოსკოვში დაასაფლავეს
რეჟისორი ელდარ რიაზანოვი, რომელიც 30 ნოემბრის ღამეს 88 წლის ასაკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა, მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს. ის ცნობილი საბჭოთა დიქტორის – იური ლევიტანის გვერდით დაასაფლავეს.
რიაზანოვთან გამომშვიდობების ცერემონია ლიტერატორების ცენტრალურ სახლში გაიმართა. ელდარ რიაზანოვი საავადმყოფოში 21 ნოემბერს მიიყვანეს. ერთი წლის წინ მას ბურდენკოს სახელობის ინსტიტუტში ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის დიაგნოზი დაუდგინდა.
რიაზანოვმა 30-ზე მეტი ფილმი გადაიღო. პრაქტიკულად ყველა მათგანი საბჭოთა კავშირსა და რუსეთში ჰიტებად იქცა. ყველაზე ცნობილი ფილმებია: „საკარნავალო ღამე“, „მოერიდე ავტომობილს“, „სასტიკი რომანსი“, „გარაჟი“, „ბედის ირონია“, „სადგური ორისთვის“.