ხულოს რაიონის 8 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

დიდთოვლობის გამო ხულოს რაიონის 8 სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. როგორც „კვირას“ ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ განუცხადა, ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება.
მისივე ინფორმაციით, თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში 50-60 სმ-ს აღწევს, ხოლო ბარში 30 სმ-ია. ამ დროისთვის ხულოს სოფლებთან მისასვლელ გზებზე საავტომობილო მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება. ცენტრალურ მაგისტრალზე კი მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა შესაძლებელი. ხულოში ამ დრომდე თოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები