პრემიერ-მინისტრი და ენერგეტიკის მინისტრი ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციას გახსნიან
ხვალ, ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრა გაიხსნება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრებიან.
კონფერენციას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ენერეგტიკული ქარტიის გენერალური მდივანი, ურბან რუსნაკი გახსნიან.
კონფერენციის ფარგლებში, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძისა და ენერეგტიკული ქარტიის გენერალური მდივნის, ნის ურბან რუსნაკის ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.
როგორც “პირWელს” ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, თბილისს 100-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი ეწვევა. მათ შორის, Energy Community-ის დირექტორი ჯანეზ კოპაჩი, ქარტიის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები, საერთაშორისო ოგრანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე განიხილავენ რეგიონში ელექტროენერგიის ტრანზიტისსა და ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის საკითხებს, სატრანზიტო ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების მიმართულებით ენერგეტიკული ქარტიის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და სამომავლო პერსპექტივებს.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით ეს პროცესი ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო ენერგოპოლიტიკაში ჩართულობის გაზრდას, სატრანზიტო ინფრასტრუქტურისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით ინვესიტიცების მოზიდვას.