ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
ხვალ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. უშიშროების საბჭოს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ახალკაცის განცხადებით, საბჭოს სხდომის მოწვევა ყველა მუდმივ წევრს გაეგზავნა.
მთავარი განსახილველი თემა არსებული და გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებები იქნება.
“განიხილება გაზრდილი რისკების პირობებში თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. შეტყობინება სხდომის ჩატარების შესახებ გაეგზავნა ყველა მუდმივ წევრს, რომელთა რაოდენობაც თერთმეტია. ჩვენი შეტყობინება მათ გაეგზავნათ, დაახლოებით, ორი კვირის წინ. პროცედურა არ ითვალისწინებს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას, დაესწრებიან თუ არა ისინი, ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით”,- განაცხადა გოგი ახალკაცმა.