გიორგი კვირიკაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა

ნატოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სმაინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში. ისაუბრეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელობაზე. მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც მიმოიხილეს.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ ღიად დაადასტურა ოფიციალური ანკარის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მიმართ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგას გააცნო საქართველოს პროგრესი როგორც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმევის შესრულების მიმდონარეობაზე, ასევე ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის და წლიური სამოქმედო გეგმის შესრულების თვალსაზრისით.

აღინიშნა სამმხრივ ფორმატში (აზერბაიჯაბი, თურქეთი, საქართველო) თანამშრომლობის მნიშვნელობა და ბოლო პერიოდში არსებული წარმატებული დინამიკა.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქი კოლეგა სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები