ჯანდაცვის სამინისტრო ბუკა ნიკურაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

იაშვილის კლინიკაში 8 წლის ბუკა ნიკურაძისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხით რეგულირების სააგენტო დაინტერესდა, – ამის შესახებ „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უფლებამოსილ პირს საკითხის შესწავლის მიზნით, რეგულირების სააგენტოსთვის ჯერჯერობით არ მოუმართავს.
პაციენტ მ. ნიკურაძისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხით რეგულირების სააგენტო დაინტერესდა რამდენიმე თვის უკან, მინისტრის დავალებით, პაციენტის მშობლის მომართვის საფუძველზე. იმ დროისათვის არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია გადაგზავნილია სარეცენზიოდ.
ამ ეტაპზე, უფლებამოსილ პირს საკითხის შესწავლის მიზნით, რეგულირების სააგენტოსთვის ჯერჯერობით არ მოუმართავს. მომართვის, ან შესაბამისი უწყების დაინტერესების შემთხვევაში, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, გატარდება სათანადო ღონისძიებები. საკითხი, საბოლოო შესწავლის შემდეგ, როგორც წესი, განიხილება მინისტრთან არსებულ, პროფესიული განვითარების საბჭოზე, სადაც განისაზღვრება მკურნალობაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის, ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 8 წლის ბუკა ნიკურაძე გუშინ თბილისში გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამიდა მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებს მიმართავს და იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგ, პროფესორ ასმათ შენგელაიას წინააღმდეგ რეაგირებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები