გიგლა აგულაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ბეტინა კადენბახს შეხვდა.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის სამინისტროს (BMZ), გერმანიის გარემოს დაცვის, გარემოს კონსერვაციის და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს (BMU), გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გარემოსდაცვითი პროექტები ბიომრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიების, კლიმატის ცვლილებისა და სატყეო სექტორის მიმართულებებით ხორციელდება.
მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.