ყიფშიძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია – დაშავებულია ერთი პირი

თბილისში, ყიფშიძის ქუჩა #6-ში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია 16 სახანძრო-სამაშველო მანქანა.
აღნიშნულის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა, რომელიც მაშველებმა საცხოვრებელი სახლიდან გამოიყვანეს ხოლო ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთან, ხანძრის ჩაქრობის პარალელურად, დროულად მოხდა საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები