დავით ნარმანია უფასო სასადილოებზე გამოყოფილ არასაკმარის თანხებზე კომენტარს აკეთებს

დედაქალაქის მერი უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილ თანხებს ეხმაურება, რომელიც მისი ოპონენტების აზრით არასაკმარისია.
დავით ნარმანია იმედოვნებს, რომ კურსთაშორისი სხვაობა უფასო სასადილოებში გამოყოფილ თანხებზე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს.
დავით ნარმანიას თქმით, ერთი მხრივ, არსებობს მინიმალური მენიუ, რაც უფასო სასადილოებში უნდა იყოს და მეორე მხრივ, არსებობს სატენდერო პროცედურები, რომლის დაცვითაც მათ ჩაატარეს ტენდერები.
“ჩემი აზრით, კურსთაშორის სხვაობამ რაციონზე გავლენა არ უნდა იქონიოს. თუ იქნება ასეთი მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა, დავსხდებით და კანონმდებლობის მიხედვით განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები